ცქიტიშვილი: ღრმაწყლოვანი პორტი მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები განვავითაროთ

1141

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში საქართველომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, რომელიც ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, განაცხადა დღეს საქართველოს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმააღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2022 წლისთვის, როცა მსხვილი პროექტები დასრულდება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება საგარეო და შიდა კავშირების დასამყარებლად. 

“აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებიდან თურქეთის საზღვრამდე ორჯერ უფრო ნაკლებ დროში ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგისტრალური ქსელების გარდა ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის შიდა კავშირების მოწესრიგებაზე, რომ ქვეყნის შიგნით ადამიანები ყველა რეგიონიდან ადვილად დაუკავშირდნენ არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, არამედ ევროპასაც. ჩვენ ასევე ჩაბმული ვართ რკინიგზის მოდერნიზებაში, რომელიც ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, როგორც ტვირთების გადატანის, ისე ადამიანების მომსახურების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.  

კონფერენციის ფარგლებში გახსნილ თემატურ პანელზე გამოსვლისას ვიცეპრემიერმა ხაზი გაუსვა ენერგო და ციფრული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

“სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, არსებობს მაღალი პოტენციალი ევროპის ქვეყნებს მივაწოდოთ ჰიდროენერგორესურესები, რაც ხელს შეუწყობს  ბაზრის დივერსიფიცირებას. საქართველო, როგორც ციფრული ფორმით ბიზნესის წარმოების რეგიონული ცენტრი, არსებული თავისუფალი რეგულაციებით, აჩენს ახალ შესაძლებლობებს  მეტი ინვესტიციის მოსაზიდად. ჩვენ ასევე ვზრუნავთ, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ავაშენოთ, რაც მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები განვავითაროთ. ამგვარი კავშირები ევროპისა და აზიის ქვეყნების ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელ სამუშაო პირობებს უზრუნველყოფს“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციასაქართველოს ევროპული გზამიმდინარეობს, რომელიცაღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.