გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გახსნეს

1256

გორში უნივერსიტეტის მიმდებარედ ზაზა ფაჩულიას სახელობის “გალფის” საკალათბურთო მოედანი გაიხსნა, რომელიც კომპანია “გალფის“ და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობა ქალაქ გორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღეიდან გორის საკალათბურთო მოედანი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკალათბურთო კორტი რიგით მეორეა, რომელიც კომპანია “გალფის” ეგიდით გაიხსნა. “გალფი” შემდეგი საკალათბურთო მოედნის გახსნას ქალაქ სენაკში გეგმავს.