“ფორდის” მარკის პიკაპის შესაძენად გორის მუნიციპალიტეტი მერიამ 51 527 ლარი გამოყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულება შპს “ჯითი მოტორსთან” აფორმებს.
ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს თეთრი ან წითელი (გარდა შავისა) და კომპანიამ მერიას ის 200 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.
ამასთან, სავალდებულოა, რომ მანქანის გამოშვების თარიღი 2018 წელზე ნაკლები არ იყოს.