გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აამოქმედა ვებგვერდი gorikids.ge აამოქმედა. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საიტი ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებისთვის იმუშავებს და აღნიშნულ ვებგვერდის საშუალებით რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ინფორმაცია რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. მათი თქმით, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ განიხილება თითოეული აპლიკაცია და დაუკავშირდებიან მშობლებს.
ამასთან, ვებგვერდის საშუალებით, შეგიძლიათ ნახოთ, თუ რომელ ბაღში რამდენი ადგილია დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო–სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება.