გორში ევანგელისტური ეკლესიის შემოღობვა გადაიდო

1186

წინა სტატია

გორში პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტყელის და შესასვლელი ჭიშკარის მოწყობის სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა გამოთქვა, თუმცა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შმაგი ჭანკვეტაძეს დოკუმენტაციაში ტექნიკური ხარვეზის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

ინდივიდუალური მეწარმე შმაგი ჭაკნკვეტაძე აღნიშნული ეკლესიის შემოღობვის სამუშაოების შესრულებას 8 945 ლარად კისრულობდა, თუმცა სატენდერო კომისიის დასკვნის მიხედვით, ჭანკვეტაძეს ფასების ცხრილი არ წარმოუდგენია და ამის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის შემოღობვისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 14 ივნისს გამოცხადდა.