გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პაკეტით 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 1 305-მა მოქალაქემ ისარგებლა, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 361 955 ლარი დაიხარჯა.
გორის მერიის ინფორმაციით, ბენებიციარებზე დახმარებები შემდეგნაირად გადანაწილდა: მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) და სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება (326 ბენეფიციარი) 77 000 ლარი; ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება (3 ბენეფიციარი), 3000 ლარი; დედ-მამით ობოლი ბავშვების და მშობლის (მშობლების); უფლებაშეზღუდული შვილების დახმარება (18 ბენეფიციარი) 25 000 ლარი; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (178 ბენფიციარი) 98 300 ლარი; მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (35 ბენეფიციარი) 10 500 ლარი; სპორტსმენების და სტუდენტების დახმარება (43 ბენეფიციარი) 21 500 ლარი; ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება (5 ბენეფიციარი) 10 400 ლარი; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (97 ბენეფიციარი) 29 100 ლარი; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების თანადაფინანსება (49 ბენეფიციარი) 5 040 ლარი; მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება (188 ბენეფიციარი) 18 700 ლარი; მარტოხელა მშობლის დახმარება (75 ბენეფიციარი) 36 700 ლარი; სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება (278 ბენეფიციარი) 24 322 ლარი; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (ბენეფიციარებისათვის) გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დახმარების გაწევა (7 ბენეფიციარი) 2 100 ლარი; სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების ფულადი დახმარება (3 ბენეფიციარი) 293 ლარი; სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების ფულადი დახმარება (3 ბენეფიციარი) – 293 ლარი.