მერია ელექტროველოსიპედებისა და მსგავსი ელექტროტრანსპორტისთვის პარკირების ადგილებს სარგებლობის უფლებით გასცემს

681

დედაქალაქის მთავრობამ პარკირების წესში ცვლილებები განიხილა, რომელიც “მწვანე“ ტრანსპორტის სტიმულირებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, პარკირების წესს ემატება პუნქტი, რომელიც ელექტროველოსიპედების, მოპედებისა და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი ტრანსპორტისთვის პარკირების ადგილების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემას ითვალისწინებს.

“ახალი ნორმა თბილისში “მწვანე“ ტრანსპორტის გაქირავების პუნქტების, მათ შორის, “ქარ შეარინგის“ პრინციპით მოქმედი ცენტრების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ეს კი, გააუმჯობესებს ქვეითთა გადაადგილების დინამიკასა და კომფორტს”, – ამბობენ მერიაში.

მათივე ცნობით, მერია პარკირების წესში ცვლილებებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.