2019 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით სტალინის სახლ-მუზეუმს 52 389 ვიზიტორი ესტუმრა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მუზეუმის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრების ყველაზე მეტი რაოდენობა ივნისში დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, აპრილის თვეში მუზეუმს – 14 647 ვიზიოტირი ესტუმრა საიდანაც, 13 671 უცხოელი, 126 ქართველო, ხოლო 850 მოსწავლე იყო. მაისში კი მუზეუმს 21 423 მნახველი ჰყავდა, საიდანაც 20 249 უცხოელი, 139 ქართველი და 1 035 მოსწავლე იყო. ხოლო ივნისში სახლ-მუზეუმი 21 503 დამთვალიერებელმა ნახა, საიდანაც 20 206 უცხოელი, 152 ქართველი, ხოლო 1 145 მოსწავლე იყო.