ახალციხის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო მასალების შესაძენად მერია 14 152 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სასმელი წყლის სხვადასხვა დიამეტირან მილები, თუჯის ურდული, გადასაბმელ ქუროები და ცემენტი უნდა შეიძინოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 7 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. გამარჯვებული ვალდებულია, უნიციპალიტეტის მერიას მასალები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს.
საქონლის საგარანტიო ვადა შეადგენს სამ თვეს. ამ დროში, დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია 10 სამუშაო დღის განმავლობაში აღმოფხვრას დაზიანება.
წყლის სისტემა კაპიტალურად შეკეთდება სოფელ მუსხში, ურაველში, სვირში, წყრუთში, დიდ პამაჯში, საყუნეთში, ჯულღაში, ფერსაში, აწყურსა და წნისში.