ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნება.
გზა 4-ზოლიანია. პროექტის ფარგლებში აშენდა 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევა. სამუშაოის ღირებულება 71 მილიონ ლარი და 22 მილიონი ევროა.
პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს.