კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, გორის მერია სამმა თანამშრომელმა დატოვა

758

გორის მერია სამმა თანამშრომელმა დატოვა, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს” განუცხადა. მისი თქმით, სამივე თანამშრომელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

როგორც მერიაში განმარტავენ, თანამდებობა დატოვა გორის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა და ჭალა-წყაროსუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა.

“სამივე მათგანი სხვადასხვა სამსახურში გადავიდა. მე არავინ გამითავისუფლებია და ვერც გავათავისუფლებდი. ყველა კონკურსის წესით იყო დანიშნული”, – აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც ასევე ამბობს, რომ ვაკანტურ ადგილზებზე კონკურსი უკვე გამოაცხადა.