გორის სოფლებში გარეგანათებების მოსაწყობად 6 თვეში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

676

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 6 თვის განმავლობაში სოფლებში გარეგანათებების მოსაწყობად 963 512 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ამ კუთხით მთელი წლის მანძილზე დასახარჯი თანხა 2 117 000 ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ადგილობრივ ხელისუფლებამ “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გარეგანათებების მოწყობა 40-ზე მეტ სოფელში დაასრულა.