გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკვერებისთვის და დასასვენებელი ადგლებისთვის ურნების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. დეკორატიული ურნებისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ურნების მიწოდება 90 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
წინადადებების მიღება 1 ივლისს დამთავრდება.