გადავწყვიტეთ და ვაპირებთ ქუთაისის ყველა დაძმობილებულ ქალაქს მივმართოთ და ვთხოვოთ მაქსიმალურად დაგვეხმარონ წელს ტურისტულ სეზონზე, – ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განაცხადა.
მეგობრებო მოგესალმებით! გადავწყვიტეთ და ხვალ ვაპირებთ ქუთაისის ყველა დაძმობილებულ ქალაქს მივმართოთ და ვთხოვოთ…
Posted by Nino Tvaltvadze on კვირა, 23 ივნისი, 2019
ქუთაისი მსოფლიოს 30–მდე ქალაქთან არის დაძმობილებული.
21 ივნისის საღამოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს, რუსულ ტუროპერატორებს “ურჩიეს“ ამ თარიღის შემდეგ საგზურები აღარ გაყიდონ, რაც ფაქტობრივად საქართველოში ორგანიზებული ტურიზმის აკრძალვაა.