კარალეთის დევნილთა დასახლებაში 2 მილიონიანი პროექტი განხორციელდება

1027

კარალეთის დევნილთა დასახლებიდან გამავალი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის და გამწმენდი ნაგებობის მოწყობისთვის გორის მერიამ 1 970 623 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ამჟამად დევნილთა დასახლებაში არის საკანალიზაციო სისტემა მოწყობილი, ხოლო მაგისტრალზე დაშენებულია საკოლმეურნეო ბაზარი და ავტოსადგური, რის გამოც აღნიშნულ მაგისტრალზე არის დაზიანებები, კერძოდ იტბორება მიმდებარე ტერიტორია და არის ძლიერი ანტისანიტარია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკანალიზაციო სისტემა კარალეთის დევნილთა დასახლებაში სრულად მოწესრიგდება. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი 2020 წლის 30 ივლისია.