კომპანია “სვეტის” დაზარალებულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. მათ ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს, დაზარალებულები დემონტაჟის შეჩერებას, ტერიტორიის სხვა ინვესტორისთვის გადაცემასა და მშენებლობის დასრულდებას ითხოვენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
კომპანია “სვეტი” მრავალსართულიან სახლს თამარის დასახლებაში აშენებდა. 7 სართულის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, დაზარალდა სამასამდე ოჯახი, მათი უმრავლესობა ემიგრანტია.
“უკვე მეშვიდე სართულია აშენებული. კომპანია “სვეტის” წარმომადგენლები უკანონო მშენებლობისთვის დაკავებული არიან. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მივმართეთ. მოვითხოვთ, რომ ბათუმის მერიის გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით სასამართლომ შეაჩეროს და მშენებლობა გაგრძელდეს. 300-მდე ოჯახი ვართ, რომლებიც სახლები გარეშე ვრჩებით. მათ შორის ემიგრანტები არიან. მოხდეს სხვა ინვესტორების მოძებნა და მშენებლობის დასრულება”,- განაცხადა აქციის მონაწილემ ლალი კომახიძე.