სარემონტო სამუშაოების გამო გორის რამდენიმე საბავშვო ბარში სააღმზრდელო პროცესი კვლავ შეჩერებულია

633

გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი კვლავ შეჩერებულია – ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოდან მიაწოდეს.

ლია კოვზიაშვილის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშოები 25 სოფელში ჩატარდა. ქალაქში 11 ბაღი გაარემონტეს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 14. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთ საბავშვო ბაღში სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ზოგგან მოხდა ისე, რომ პარასკევს საღამოს რომ შევიდნენ რემონტის ჩასატარებლად, შაბათ – კვირა იმუშავეს და დასრულდა. ზოგგან 4 – 5 დღე დასჭირდა ამ პროცესს, ზოგგან – მთელი კვირა. სადაც მეტი საქმე იყო, მეტხანს გაგრძელდა. არის ბაღები, სადაც დღესაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ამის გამო არ მუშაობენ.

მშენებელზეა დამოკიდებული როდის განახლდება ასეთ ბაღებში სასწავლო პროცესი. შედიოდნენ 2 – 3 ბაღში და ასეთი ინტენსივობით მუშაობდნენ. მოგეხსენებათ, როცა სამზარეულო რემონტშია, სასწავლო პროცესი აქ ვერანაირად ვერ იქნება”, – ამბობს ლია კოვზიაშვილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებით, გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში სწავლა დროებით, მაისის ბოლოს შეწყდა. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში მაშინ აცხადებდნენ, რომ ეს შეფერხება მაქსიმუმ ერთ კვირას გასტანდა.