საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ შუალედური არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ინფორმაციას იმედინისი ავრცელებს.
“ეს არჩევნები რომ თავისუფლად ჩატარდა, ამას იცით, რა ადასტურებს?! ხმები, რომელიც მაინც მიიღეთ, იმიტომ, რომ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებში შეიძლება თქვენნაირმა ტოქსიკურმა ძალამ რამე ხმები და მხარდაჭერა მიიღოს“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.
პლენარულ სხდომაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო, ერთადერთი ოლქი, რომელში გამარჯვებაც ვერცერთმა კანდიდტმა მოიპოვა მთაწმინდის რაიონი იყო, რის გამოც პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური დაინიშნა. მეორ ტურში ლადო კახაძემ გაიმარჯვა.