კალაძე: ვაკეში წრიულმა მარშრუტებმა მოძრაობა განტვირთა

1127

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მგონია, რომ ეს წრიული მარშრუტები, რაც გაკეთებული გვაქვს საკმაოდ საინტერესოა და ფაქტი სახეზეა განტვირთა მოძრაობა, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მიუხედავად, დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საჭირო იქნება კომაპანია “სისტრამ“ დაამუშავოს ეს მარშრუტები.

“სხვათა შორის, ალბათ, ჩვენ მოგვიწევს დაფიქრება და იქნებ “სისტრას“ დაამუშავებინოთ ეს მარშრუტები, რადგან ცხადია, ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის გადაკეტვის მიუხედავად, ამ მარშრუტებით, რომლებიც ახლა გაქვთ დადგენილი, თავისუფლად მოძრაობა შესაძლებელია, როდესაც დამთავრდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბლიტაცია, ალბათ მოგიწევთ ამის გადახედვა. მგონია , რომ ეს წრიული მარშრუტები, რაც გაქვთ გაკეთებული, საკმაოდ საინტერესოა და ფაქტი სახეზეა – განტვირთა მოძრაობა. ყველა ელოდებოდა, რომ იქნებოდა კოლაფსი, პრობლემები, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ გადაადგილება უპრობლემოდაა შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობილია, როგორ შეიცვალა სატრანსპორტო მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციიო სამუშაოებისას ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწისქვეშ ჩაიტანენ.

თბილისის მერის თქმით, თუ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, მერია ამ დროისთვის, I ეტაპის სამუშაოებს დაასრულებს.