ხელვაჩაურის სოფელ ყოროლისთავსა და აგარაში გაზიფიცირების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

739

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავსა და აგარაში მცხოვრებლები გაზიფიცირებას ითხოვენ. შეკრებილების თქმით, სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ზამთარში გათბობის გარეშე უწევთ ყოფნა, რადგან ხის მასალის მოპოვებაც ეკრძალებათ. გაზიფიცირების მოთხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიმართ ხელმოწერებსაც აგროვებენ.

როგორც ხელვაჩაურის მერიაში განაცხადეს, გაზიფიცირების გარეშე 13 სოფელია დარჩენილი, ხოლო 2019 წლის ბოლომდე პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.