ლანჩხუთში საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

882

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის შესახებ.

ტრენინგის მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა თანამდებობის რანგირება საჯარ სამსახურში; საჯარო სამსახურში მიღების წესი; მოხელის შეფასება; შრომის ანაზღაურება; დანამატის გაცემის წესი და მოხელეთა რეზერვი.

ტრენინგს საჯარო მოხელეები და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ტრენინგის ბოლოს გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშრებით.

ტრენერმა, დავით გოგიჩაიშვილმა კი თითეულ მათგანს სათანადო კითხვარი შეავსებინა.