ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საკითხში პარლამენტიც ჩაერთვება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, მაღაროელებს მუშაობა უმძიმეს პრობებში უწევთ და მათ შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეთ.
“კიდევ ვერთხელ მინდა, ჩემი სოლიდარობა დავადასტურო ჭიათურაში გაფუცული მუშებისადმი. ნადვილად, უმძიმესი ვითარებაა ძალიან ბევრი კუთხით: ეკოლოგიური, სოციალური, ხელფასის თემა და ეს ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის. ჩემი ინფორმაციით, თავიდან ფაქტობრივად, პოლიტიკოსების ჩართვა ამ ხალხს ამ საკითხში არ უნდოდა, თუმცა დღეს, პრემიერმა უკვე მისცა დავალება სამ მინისტრს და ისინი უკვე გაემგზავრნენ ჭიათურაში. მივესალმები ამ ფაქტს და და პარლამენტი ბუნებრივია, აუცილებლად ჩართვება ამ საკითხში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ისე, გადაწყდება, როგორც მუშების ინტერესებშია, რადგან ეს არის ადამიანების მოწყვლადი ჯგუფი, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა და ბუნებრივია, მათ ამისთვის შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, პრემიერის დავალებით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საქმესთან დაკავშირებით, ადგილზე ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები ჩავლენ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ გაფიცულ მაღაროელებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რის გამოც ჭიათურის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
პარალელურად კი, გაფიცული მუშების ერთი ნაწილი მე-11 დღეა შიმშილობს. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული. ამასთან, ნაწილმა რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერა.