გორის მერია პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებზე 150 ათას ლარს ხარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აქედან ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია, რომლის თვიური სარგო 1 200 ლარია, ხოლო 4 მესამე რანგის პირველ კატეგორიას წარმოადგენს 900 ლარიანი ხელფასით. პიარსამსახურის მე-6 თანამშრომელი კი მესამე რანგის მეორე კატეგორიის წარმომადგენელია, მისი ხელფასი თეში 800 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში გორის მერია პიარ სამსახურში დასაქმებულ 6 პირზე ხელფასის სახით თვეში 5 600 ლარს გასცემს, წელიწადში კი 67 200 ლარს .
აღნიშნული მიმართულებით კადრები დასაქმებულები ჰყავთ ა(ა)იპ – ებშიც, გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 ორგანიზაციიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის და პიარის სპეციალისტი 8 ა(ა) – იპ ში ჰყავთ გაფორმებული.
კერძოდ: კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო – 4 თანამშრომელი (1 თანამშრომელი – 600 ლარი; 3 – 350 ლარი); სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო – ( 1 თანამშრომელი – 900ლარი); საფეხბურთო კლუბი ,,გორი” (1თანამშრომელი – 440 ლარი); სკოლამდელი აღზრდის სააგენტო – (2 თანამშრომელი – 700 და 625 ლარი); კეთილმოწყობის სააგენტო – (2 თანამშრომელი – 500 და 300ლარი); სტრატეგიული განვითარების სააგენტო (1თანამშრომელი – 600ლარი); სასმელი წყლის სისტემების,წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგური (1 თანამშრომელი – 500ლარი); საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (2 თანამშრომელი – 340;340ლარი);
გორის მერიიდან “რადიო მოზაიკისთვის” გაგზავნილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ა(ა)იპ ების პიარისთვის დასაქმებული კადრების ხელფასებში თვეში 6 915 , წელიწადში კი 82 980 ლარი იხარჯება.
აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე გამოდის, რომ გორის მერია პიარისთვის დასაქმებულთა ხელფასებში მუნიციპალური ბიუჯეტიდან თვეში 13 415 ლარს, წელიწადში კი 150 180 ლარს ხარჯავს.