სოფელი საბავშვო ბაღის გარეშე. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსების მეურნეობაში , სადაც 420 ოჯახი ცხოვრობს, სკოლამდელი აღზრდის დაწებულება არ არის. მშობლებს აღსაზრდელები კილომეტრობით მოშორებით სხვა ქალაქებსა და უბნებში დაჰყავთ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
დაბა ჩაქვის სოფელ ციტრუსების მეურნეობაში, დაახლოებით, 420 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებს ბავშვების ტარება ჩაქვის ან მახინჯაურის ბაღებში უწევთ. ესიც, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის რეგისტრაცია მოახერხეს.
მოქალაქეები იხსენებენ, რომ ბაღის აშენებას წინააარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე, ქობულეთის მოქმედი მერი შეჰპირდა. მირიან ქათამაძემ მაშინ თქვა, რომ პრობლემას აუცილებლად გადაჭრიდა. ახლა კი საკუთარ ამომრჩეველს დანაპირების ვერ შესრულების მიზეზად ის დაუსახელეს, რომ სოფელი “ჭარის“ ქუჩადაა რეგისტრირებული.
უწყების წარმომადგენლებმა მაცნეს კამერის წინ სხვა მიზეზი დაასახელეს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნულ სოფელში ბაღის ასაშენებლად ადგილმდებარეობის განსაზღვრა მიმდინარეობს. ამის, შემდეგ კი შენობის პროექტირება დაიწყება.
როდის აშენდება ბაღი ციტრუსების მეურნეობაში და რა ბედი ელით სოფლის ათეულობით სკოლამდელ აღსაზრდელს, ჯერ კიდევ, გაურკვეველია.