თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა (ვიდეო)

859

სტატიის გაგრძელება

თბილისში, ყავლაშვილის ქუჩის N10-ში , ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი და მოაჯირი ჩამოიშალა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე ადგილი შემოსაზღვრულია და იქ საპატრულო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

რამ გამოიწვია ნგრევა, ამ დროისთვის უცნობია.