მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

1016

26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. ადამიანს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაწესოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

“რამდენიმე დღეში, კვირას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული დღეა. გადაწყვეტილება მივიღე, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით იყოს წარმოჩენილი საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად, ყველა რეგიონში ჩატარდება ღონისძიებები.

ამასთან ერთად, 26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. ადამიანს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაწესოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია,“ – განაცხადა პრემიერმა.