ისნის რაიონში საყრდენ კედლებს აკეთებენ

787

ისნის რაიონის გამგეობამ, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა ორ მისამართზე დაასრულა. ორ მისამართზე კი, სამუშაოები, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს.

კერძოდ კი, გამგეობის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N2 კორპუსისა და ციხისძირის N 33-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლები მოეწყო.

“აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, გზის საფუძველი გამაგრდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები შეექმნათ. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნით, საყრდენი კედლების მოწყობა კიდევ ორ მისამართზე, საინგილოს N21-სა და მე-2 მელაანის N 16, N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს”, – განმარტავენ გამგეობაში.

გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს ოთხ მისამართზე ისნის გამგეობის დაკვეთით, შპს “ლაგო“ და”ლუკა 2011“ ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 154 021 ლარს შეადგენს.