პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ არჩევნებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდება. მისი თქმით, ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა.
“არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება”, – განაცხადა ბახტაძემ.