სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც პროკურატურაში აცხადებემ, გამოძიება “რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
მათი ინფორმაციით, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება, ასევე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.