ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მოძრაბა სრულად აღდგა.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, ღამით, გზის ამ მონაკვეთზე, კლდიდან ქვები ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო მოძრაობა დროებით შეაფერხა. ქვათაცვენის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილის შესწავლას გეოლოგები, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებენ.