ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაიით, სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება და მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება.
“ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი – თამარაშვილის ქუჩების და ყაზბეგის გამზირი – თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით. ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, ღამით ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე კლდიდან ქვები ჩამოიშალა. ქვათაცვენის შედეგად არავინ დაშავებულა.