ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მდგომარეობა ექსპერტებმა შეისწავლეს

1804

წინა სტატია

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ექსპერტებმა შეისწავლეს. როგორც სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი განმარტავს, სპეციალისტები სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ შევიდნენ. მისივე თქმით, შემოწმების შედეგები ჯერ არ მიუღიათ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მოვიდნენ განათლების სანინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სპეციალისტები, შეისწავლეს მთელ სკოლაში არსებული მდგომარეობა, შეამოწმეს ჭერი, დასკვნას ველოდებით, ამის შემდეგ გადაწყდება, როგორ ვიმოქმედებთ ზაფხულზე. თუ საჭიროება მოითხოვს,  რეაბილიტაცია ჩატარება და ხარვეზები გამოსწორდება”, -განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ჩამონგრეული ჭერი უკვე შეაკეთეს.

შეგახსენებთ, რომ სკოლაში ჭერის ჩამოვარდნის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლოს ჭერი სკოლის პირველ კლასში ერთი თვის წინ ჩამოინგრა.