ბათუმის მერია პარკირების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

792

შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, მთელი ქალაქის მასშტაბით, მონიტორინგის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია აიკრძალოს კომერციული საქმიანობისთვის პარკირების ადგილების გამოყენება და კომერციული ობიექტების მხრიდან პარკირების ადგილების თვითნებურად შემოსაზღვრა, – ამის შესახებ ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით 100 ლარით, იურიდიული პირი კი – 200 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო ვერ მოხდება, გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. რის შედეგადაც, იმ ავტომანქანების მფლობელებს, რომლებსაც გადახდილი აქვთ პარკირების საფასური, საშუალება ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, მთელი ქალაქის მასშტაბით, მონიტორინგის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია აიკრძალოს:✅…

Posted by ბათუმის მერია/Batumi City Hall on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2019