ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა პროტესტი შეწყვიტეს

1227

წინა სტატია

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა რამდენიმედღიანი პროტესტი შეწყვიტეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ელექტრომობილებს მოძრაობა დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით შეეძლებათ. ელექტრომობილების მფლობელები შეთავაზებას დათანხმდნენ.

დღეიდან ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე, პარკებსა და სკვერებში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი ამოქმედდა.