CTC სამოქალაქო ლიდერებსა და სათემო აქტივისტებს საერთაშორისო სასწავლო კურსის გავლას სთავაზობს

1004

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სამოქალაქო ლიდერებსა და სათემო აქტივისტებს საერთაშორისო სასწავლო CAT(Community Action Training) კურსის გავლას სთავაზობს.

კერძოდ, პროგრამა განკუთვნილია სოციალური, გარემოსდაცვითი, ახალგაზრდული და სხვა საჭირო ინიციატივებით დაინტერესებული სამოქალაქო ლიდერებისა და სათემო აქტივისტებისთვის.

CAT მოიცავს ტრენინგ-კურსს, ონლაინ სასწავლო მოდულებს, მენტორებთან შეხვედრასა და შემაჯამებელ სემინარს.

სასწავლო კურსით დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ამ ბმულზე.