გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გორში დამატებით 25 საპარკინგე ადგილის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შესაბამისი დოკუმენტით საკრებულოს მიმდინარე წლის 20 მარტს უკვე მიმართა.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილების დამტკიცებაზე საკრებულომ ერთი წლის წინაც იმსჯელა, თუმცა დეპუტატებმა დადგენილების პროექტი დაიწუნეს.
დღეის მდგომარეობით, ქალაქ გორში ტრანსპორტის გასაჩერებლად 103 ადგილია განსაზღვრული.