სამმა პოლიტიკურმა პარტიამ – “ევროპულმა საქართველომ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “შენების მოძრაობამ” ჭიათურაში მერობის კანდიდატი არ წარადგინეს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის “მომავლის ჭიათურის” წევრს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს.
წარდგენისას დავით ჭუმბურუძემ მთავარ გამოწვევად ჭიათურაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მოუგვარებელი პრობლემები დაასახელა.
ჭიათურაში, ასევე, ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ამავე მოძრაობის წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე მიიღებს.
ბევრს არაფერს დავწერ… ვინც თვლით, რომ ჭიათურაში ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც არის, ან ვისაც გაწყობთ ეს…
Posted by Nodar Chachanidze on კვირა, 14 აპრილი, 2019
მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.