მეტროსადგურებზე ახალი გარე მანიშნებლების მონტაჟი დაიწყო

664

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურებზე ახალი გარე მანიშნებლების მონტაჟი დაიწყო. უკვე შეიცვალა მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ გარე მანიშნებლები დიოდური განათებით აღჭურვილი, თანამედროვე დიზაინის აბრებით. სადგურის დასახელება წარმოდგენილია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს ეტაპობრივად გააახლოს ყველა სადგურის მანიშნებელი გარე აბრა.

გარდა გარე აბრებისა, მეტროსადგურებში – „ახმეტელი“ და „ვარკეთილი“ ძველი საინფორმაციო დაფები ჩანაცვლდება ახალი სანავიგაციო სისტემით, რაც მგზავრს უკეთესად ორიენტირებაში დაეხმარება, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.