თელავში ეროკავშირის დღეების ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმი, პოტენციურ დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესძლებლობის მქონე პირებს აერთიანებს. კახეთში არსებულმა კომპანიებმა შშმ პირებს მათ საწარმოში დასაქმება შესთავაზეს და სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს.
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხემისაწვდმობის ადვოკატირება და ლობირება”-ს ფარგლებში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გამო თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს, სხვა მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად, საუკეთესო დამსაქმებლის წოდება მიანიჭეს და სპეციალური დიპლომი გადასცეს. ადგილზე გამგეობის საინფორმაციო კუთხე იყო გახსნილი, სადაც დაიტერესებულ მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ინფორაციის მიღება შეეძლოთ.
პროექტი საქართველოში 2015 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება. ღონისძიებას ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.