რიჟვაძე: აჭარის მთავრობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

750

აჭარის მთავრობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, აჭარის მთავრობას მუსლიმ მრევლთან კონსულტაციები აქვს.

“მიმდინარეობს სასამართლოს პროცესი სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით. უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გუშინ გაიმართა პროცესი. ძალიან აქტიურად გვაქვს კონსულტაციები მუსლიმ მრევლთან. მუსლიმები არიან ჩვენი ძმები და ყველაზე მაგარი ქართველები. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვა 10 აპრილს დაიწყო. მუსლიმი მრევლი მშენებლობისთვის ნებართვას ითხოვს.