დღეს თბილისის მერი ტაქსის მძღოლებს შეხვდება

1032

წინა სტატია

დედაქალაქის მერი ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება. კახა კალაძის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც, შესაძლოა, ტაქსის მძღოლებისთვის პრობლემა ყოფილიყო, თბილისის მერიამ გაითვალისწინა.  კალაძემ იმ პრივილეგიებზე ისაუბრა, რომლითაც ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მძღოლების მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება, ან სრულად გაუქმებაა. კერძოდ, საუბარია ავტომანქანების თეთრად გადაღებვაზე ან თეთრი ფირის გადაკვრაზე. ეს საკითხი მათ მსვლელობით გააპროტესტეს და აღმაშენებლის ხეივნიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ფირის გადაკვრა  ავტომობილებს დააზიანებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი მერიაში შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.