გორის მერიამ პატარა ხურვალეთის მოსახლეობას სასაფლაოს მოსაწყობად მიწა გადასცა

1150

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ პატარა ხურვალეთის მოსახლეობას სასაფლაოს მოსაწყობად მიწა გადასცა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, პატარა ხურვალეთის (მათ შორის ბობნევი) მოსახლეობას მიცვალებულის დაკრძალვა დასახლებასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ.

ამასთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილ მიწას შემოღობავენ.

ცნობისთვის, ამ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს მიცვალებულები ძველ სასაფლაოზე დარჩათ, რომელიც ოკუპირებულია. რაც შეეხება დიდი ხურვალეთის სასაფლაოს, იქ ადგილობრივი მცხოვრებნი მისვლას რელიგიურ დღესასწაულებზე ახერხებენ.