ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში კულტურის დღეების “საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019-ის“ ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, “ქართველების ქუჩა“ (Kartvelų gatvė) გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
2018 წლის მაისში ლიეტუვამ საქართველოს აუთენტური დასახელების, Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების გადაწყვეტილება მიიღო. ეს აქტი ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს მიეძღვნა. შესაბამისად, ვილნიუსში ახლად გახსნილ ქუჩას Kartvelų gatvė ეწოდა, რაც “ქართველების ქუჩას“ ნიშნავს.
ამასთან, მიმდინარე წელს დამეგობრებული დედაქალაქების – თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი აღინიშნება.
ლიეტუვის რესპუბლიკის დედაქალაქში უკვე "ქართველების ქუჩა" არის. ლიეტუვაში მიმდინარე „საქართველოს კულტურის გაზაფხული…
Posted by Khatuna Salukvadze on ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019