კალაძე: ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობა კანონიერია

637

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ მშენებლობაზეც გააკეთა კომენტარი. მერის განცხადებით, მშენებლობა იქ კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

“ტვერელის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიზე, 8 მარტის ქუჩაზე მშენებლობასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა: ადრე იქ ბარაკები იყო და მართლაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ ადამიანები. დღეს უმჯობესდება მათი საცხოვრებელი პირობები და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არანაირ მაღალსართულიან კორპუსებზე საუბარი არ არის. ეს არის 2-3 სართულიანი ტერასული ტიპის სახლები. კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა ეს პროცესი. თავიდან მეც გამიჩნდა ეჭვი, როდესაც ვნახე ასე გადათხრილი ტერიტორია, რა ხდებოდა?! ყველა ნებართვას მე ვერ შევამოწმებ. ამისთვის არის სპეციალური საქალაქო სამსახური და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის სრული დაცვით არის ყველაფერი დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.