შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რეგიონული ტურიზმის ცენტრის შექმნის იდეით გამოდის

810

ჩემი სურვილია ჩამოყალიბდეს რეგიონული ტურიზმის ცენტრი, სადაც ოთხივე მუნიციპალიტეტი კოორდინირებულად იმუშავებს, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მისი თქმით, ცალ-ცალკე განყოფილებების არსებობა ნაკლებად ეფექტურია და უმჯობესია მათი გაერთიანება, რაც რეგიონული ტურიზმისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ტურიზმის განყოფილება მხოლოდ გორის მერიაში არსებობს. ქარელის, ხაშურისა და კასპის მერიაში ასეთი განყოფილება არ აქვთ. რა ფორმით მოხდება ერთიანი რეგიონული განყოფილების შექმნა, ამის თაობაზე, სამხარაძეს განმარტება არ გაუკეთებია.