გორში სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა კვლავ დაიგეგმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
დეპუტატებმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 700 000 ლარი საბავშვო ბაღის ასაშენებლად დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა, მისი მშენებლობა შეჩერდა. საძირკველი და რკინის კონსტრუქციები, საზედამხედველო ორგანიზაციის შეფასებით, უხარისხო ბეტონით იყო აშენებული.
რკინის კონსტრუქციები, დასკვნის საფუძველზე, დაშალეს. კომპანია კი, თანხას ითხოვს.