რეგიონში 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა და 46 ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხოლო ონსა და ცაგერში სასწრაფო დახმარების ახალი შენობების მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 5 ამბულატორია აშენდება და 16-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება 4 და რვა რეაბილიტირდება, ამდენივე ამბულატორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია ლენტეხის მუნიციპალიტეტში და აშენდება 1 ახალი ამბულატორია, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში აშენდება 2 და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 14 ამბულატორიას.
წინასწარი მონაცემებით თითოეული ახალი ამბულატორიის მშენებლობაზე 60 000 ლარი, ხოლო რეაბილიტაციაზე 20 000 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.