2 კვირის წინ დაშლილი ფრაქციის ნაცვლად, “ნაცმოძრაობა“ გორის საკრებულოში ახალ ფრაქციას ქმნის

874

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კვირის წინ დაშლილი ფრაქციის ნაცვლად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ფრაქციას ქმნის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 3 წევრისგან შედგებოდა მას შემდეგ დაიშალა, რაც ერთ-ერთმა წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქცია დატოვა. ,,ერთიანი ნაციონულარი მოძრაობის“ წევრებმა მალევე დააანონსეს, რომ საკრებულოში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნიდნენ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ახალი ფრაქციის შექმნაზე განაცხადი დღეს შევიდა. დაშლილი ფრაქციის წევრებს – ვასილისა ჯაბახიძეს და ბექა ქორჩილავას “ევროპული საქართველოს“ წევრი კახაბერ ბურჯანაძე შეუერთდა.

ახალი ფრაქცია სახელწოდებით – “ძლიერი გორი“, ბიუროს სხდომაზე 29 მარტს გაივლის რეგისტრაციას და ფრაქციის სტატუსი მიენიჭება.