გორის საკრებულოში “ნაცმოძრაობა” ახალ ფრაქციას ქმნის

907

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულში ახალ ფრაქციას ქმნის, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” ფრაქციის წევრებმა განუცხადეს.

პარტიაში დაანონსებული ახალი ფრაქციის მესამე წევრის ვინაობას არ ახმაურებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს ბადრი ნანეტაშვილი იყოს.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ნანეტაშვილი გორის საკრებულოში “შენების მოძრაობის” სახელით შევიდა.

“რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ოფიციალურ ინფორმაციას პარტია უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

“უახლოეს დღეებში, ახალ ფრაქციას შევქმნით გორის საკრებულოში და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი ფრაქციის მუშაობას და ოპოზიციურ ხმას ვერ ჩაახშობენ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად”, – განმარტავენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძარაობის” ფრაქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ირმა ამბარდნიშვილმა მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ, ფრაქციის ყოფილი წევრი “ნაცმოძრაობის” პარტიიდანაც გარიცხა და ახალი ფრაქციის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.