სოფელ შავშვებისა და გორის მე-19 საბავშვო ბაღების ბიბლიოთეკებს მწერალმა ალექსი ჩიღვინაძემ და მისმა მეუღლემ ანა ჯანელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცეს.
ალექსი ჩიღვინაძე რამდენიმე თვის წინ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა. საბავშვო ბაღების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების მიზნით, მიღებული ჰონორარით მწერალმა საბავშვო ლიტერატურა შეიძინა. მან 130 – მეტი წიგნი გორის მუნიციპალიტეტის იმ საბავშვო ბაღებს შორის გადაანაწილა, რომელთა კონტიგენტიც ყველაზე მეტ დევნილ აღსაზრდელს ითვლის.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, მწერალმა რამდენიმე ეგზემპლარი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიბლიოთეკასაც აჩუქა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული წიგნებით სარგებლობა აღსაზრდელების მშობლებსაც შეუძლიათ.